პრემიერი - ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება

ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი - 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის მუშაობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები.

„ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი - 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ყველა პროექტიც განხორციელდება.

ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები“, - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ საგარეო კრედიტებს პარტნიორები ისევ ჩვეულებრივ და იმავე ფასად მისცემენ ქვეყანას, კობახიძემ უპასუხა: „ყველაფერს გავაგრძელებთ - ყველა პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს