პრემიერი ISFED-ზე - როცა ასეთი CV აქვს, „ქურქუმალ ვაითი“ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება მას პრეტენზია ჰქონდეს არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, წარმოუდგენელია

როდესაც ასეთი CV აქვს, „ქურქუმალ ვაითი“ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას [ISFED], როგორ შეიძლება მას პრეტენზია ჰქონდეს არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ისაუბრა.

მანამდე კი, მან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოწვეულ უცხოელ სადამკვირვებლო მისიაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლები ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოიწვია.

„პირველი, მთავარი შემფასებელია ქართველი ხალხი. მეორე - ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო მისიები საქართველოში, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ თებერვალში, თუ მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის მისია, მისიები სხვა საპარლამენტო მისიებიდან. ჩვენ მოწვევა ყველა მიმართულებით გვაქვს გაგზავნილი. ასევე, უცხოელ დამკვირვებლებს სრული შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოში, მათ შორის იცით, რომ აქტიურობს NDI, IRI. მათი დამკვირვებლებისთვის ჩვენი ოფისების კარი არის ღია. ნებისმიერ რაიონში მიდიან, კითხვებს ჩვეულებრივად სვამენ, იღებენ ინფორმაციას. ჩვენ სრული თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან დაკვირვების სფეროში, არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით.

რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს ეს არის, მათ შორის ISFED, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ა.შ. რამდენიმე ძირითადი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ობიექტურად უნდა დააკვირდეს ამ არჩევნებს. ისინი, პირდაპირი ფორმით არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, პირდაპირ საარჩევნო სუბიექტებს ასახელებენ და ასეთ დროს, როგორ შეიძლება მათ განახორციელონ ობიექტური დაკვირვება. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ ISFED არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 4 წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, პირდაპირ გააყალბა, ხელის გულზე იდო ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად ჩანდა, მეორე დღეს, მე პირადად გავაკეთე Excel-ის ცხრილი, სადაც გამოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ მითვლილი. ყველაფერი ხელის გულზე იდო იმავე წამს და ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ მათ ეღიარებინათ ეს გადაცდომა. სინამდვილეში, ეს იყო გაყალბება და ამიტომ არ აღიარებდნენ. რომ ყოფილიყო შეცდომა, რომ ყოფილიყვნენ ობიექტურები მეორე დღესვე დადებდნენ აღიარებით ჩვენებას, მაგრამ ხუთი კვირა არ აღიარეს სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ გაყალბება“, - განაცხადა კობახიძემ,

მისი თქმით, მათ ასევე, გააყალბეს მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, გააყალბეს ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები.

„ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი. პირდაპირ შეესატყვისებოდა ყველა წინა არჩევნების პრაქტიკას გამოცხადების დრო. როდესაც ასეთი CV აქვს, „ქურქუმალ ვაითი“ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება მას პრეტენზია ჰქონდეს არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება