ირაკლი ნადარეიშვილი - 2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა, რაც მეორე კვარტლების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდულია

„საქსტატის“ წინასწარი მაჩვენებლით, 2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა და 574.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტლების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ინვესტიციები, ძირითადად, მოზიდულია ისეთ სექტორებში როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო სექტორი (დაახლოებით 255 მლნ აშშ დოლარი), ასევე ენერგეტიკასა და ვაჭრობის სექტორებში.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს შესახებ წლების განმავლობაში ყალიბდებოდა უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, საუკეთესო და მეგობრული საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის დადებითი იმიჯი.

ამასთან, ნადარეიშვილის თქმით, ეს განაპირობა ძალიან თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.

„ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე ყურადღებას გავამახვილებ სპეციალურ შეთავაზებებზე, კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სთავაზობს ინვესტორებს ამა თუ იმ სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ. საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება