ცოტნე ქობალია - „გემო ფესტი“ ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო ხელშემწყობია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, ზუგდიდში, პირველად, „გემო ფესტი“ გაიმართა.

სამეგრელოში „გემო ფესტის“ ჩატარების შესახებ ისაუბრა ფესტივალის მონაწილემ, Griller-ის წარმომადგენელმა ცოტნე ქობალიამ.

„გემო ფესტში“ პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში, ფესტივალში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე და კიდევ ველოდები შემდგომ „გემო ფესტს“. ეს ფესტივალი ჩვენი რეგიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო ხელშემწყობია“,-აცხადებს ცოტნე ქობალია.

„გემო ფესტი“ სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში „გემო ფესტის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

„გემო ფესტის“ ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო. „გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

„გემო ფესტის“ მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება