თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და ხელში ევროპული პასპორტი ეჭიროს

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო ევროკავშირის ამაყი წევრი გახდეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და ხელში ევროპული პასპორტი ეჭიროს, რაც ევროპულ პენსიებს, ხელფასებს, განათლებას, დაცულობასა და კეთილდღეობას ნიშნავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბერს საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ შეკითხვა - „როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება? საქართველოში, სადაც ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან, თუ ქვეყანაში სადაც ევროპული კეთილდღეობა იქნება“.

„გასულ კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ხუთი საპროგრამო პრიორიტეტი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის - კი ევროპას! ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველოსთვის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ექნება. ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ ევროპულ გზას ჩამოგვაშორა და საქართველოს ევროკავშირისკენ გზა ჩაუკეტა. გვაქვს შანსი, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო ევროკავშირის ამაყი წევრი გახდეს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და ხელში ევროპული პასპორტი ეჭიროს. ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ხელფასებსა და განათლებას. ევროპული პასპორტი ნიშნავს დაცულობასა და კეთილდღეობას. ჩვენ 26 ოქტომბერს საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ შეკითხვა - როგორ საქართველოში გვინდა, ცხოვრება? საქართველოში, სადაც ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან, თუ საქართველოს მოქალაქეებს ევროპული კეთილდღეობა ექნებათ. საქართველო, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია თუ ქვეყანა, რომელიც არის დიდი ევროპული ოჯახის ამაყი წევრი?

დღესდღეობით საქართველოს 500 000 მოქალაქე ფაქტობრივად უმუშევარია, 1000 ლარამდე ხელფასით ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. სტუდენტები, როდესაც ასრულებენ სწავლას, ყოველი მეორე ვერ შოულობს სამსახურს, პენსიონერთა უმრავლესობას კაბალური საპენსიო სესხები აქვთ, მაგრამ 26 ოქტომბერი არის შანსი, რომ დავასრულოთ ეს უსამართლობა, უარი ვუთხრათ კორუფციას, საერთაშორისო იზოლაციასა და სიღატაკეს. მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით, ევროპულ არჩევანს გააკეთებს - ევროპული კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ამაყად ეჭიროს ევროპული პასპორტი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება