გია ვოლსკი - სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომა ხდება - საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო

სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომის რაიმე დაშვება ხდება - რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უცხო არაფერია და "უცხოეთში, ყოველ შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, თუნდაც სხვა ქვეყნებში, არის მთავრობებისგან დაფინანსებული".

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, წინასწარი გათვლებით, არასამთავრობოების დასაფინანსებლად, 200 მილიონამდე არის აუცილებელი.

"სიტყვა "არასამთავრობო ორგანიზაცია" არის "watch dog"-ი, ანუ "მაყურებელი ძაღლი", რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ რაიმე დაშვება ხდება გადაცდომის. რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო - კორუფციიდან დაწყებული განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ საკვირველია, ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას.

წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და მერე უნდა გაიზარდოს ეს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომელიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება