ეკატერინე ფარულავა - „გემო ფესტი“ სამეგრელოსთვის არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, სამეგრელოში, პირველად, „გემო ფესტი“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე და კოპეშონის წარმომადგენელი ეკატერინე ფარულავა აცხადებს, აღნიშნული ფესტივალი რეგიონში ახალ ვიზიტორებს მოიზიდავს.

„გემო ფესტი“ ძალიან სასურველი ფესტივალია სამეგრელოსთვის. საინტერესო გამოცდილება მივიღე, როგორც მონაწილემ და მეწარმემ. ეს ჩემთვის პირველი დიდი ღონისძიებაა, სადაც სულ სხვა კუთხით ვიყავი წარმოდგენილი. „გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება. ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, რაც ძალიან საინტერესო იყო“,- აცხადებს ეკატერინე ფარულავა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „გემო ფესტი“ სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში „გემო ფესტის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

„გემო ფესტის“ ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

„გემო ფესტის“ მიზანია, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება