მაია ომიაძე - „გემო ფესტი“ სამეგრელო შედგა! 2 დღის განმავლობაში ფესტივალს უამრავი ვიზიტორი სტუმრობდა

7-8 სექტემბერს, სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„გემო ფესტი პირველად ჩატარდა სამეგრელოში. ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა. გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვთავაზობთ ტრადიციული გემოების ახლებურ ვერსიას. სამეგრელოში ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ეგრეთ წოდებული „სთრით ფუდი“ , რაც მეგრული სამზარეულოს ახალ ვერსიებს, ასე ვთქვათ, მოყვა. ძალიან ბევრი სტუმარი ეწვია ფესტივალს 2 დღის განმავლობაში. პირველ დღეს ერთად ვუგულშემატკივრეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გამარჯვება ერთად გავიზიარეთ. ეს გამარჯვების ელფერი ძალიან მოუხდა გემო ფესტს და დღეს. მეორე დღეს, მგზავრები წარდგნენ კონცერტით და ვფიქრობ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ მოგზაურებს თუ საერთაშორისო მოგზაურებს, სამეგრელოს გემო ფესტი ძალიან მოეწონათ და ვნახოთ რა იქნება შემდეგი ლოკაცია“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

„გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება