სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა

შვედეთმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო, სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გამოცემა Daily Aftonbladet-ი ციტირებს საავიაციო ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ საჰაერო მოძრაობის კონტროლის კოშკიდან ოთხი სხვადასხვა ზომის დრონი დააფიქსირეს, რის გამოც, შვედეთის უდიდესმა, „არლანდას“ აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაგზავნა 2.5 საათის განმავლობაში შეაჩერა.

პოლიციამ აეროპორტში შესაძლო დივერსიის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა