სოფო ჯაფარიძე - 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი

26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებსა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს აუცილებლად ასე იქნება და თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი , - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის პასპორტები ძალიან მალე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება.

„26 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად, დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებსა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს აუცილებლად ასე იქნება და 26 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან მალე, თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად ექნება აი ეს, ევროკავშირის პასპორტი", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ღონისძიება “ერთიანობა ევროკავშირისთვის” ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ბროშურები და სიმბოლურად, ევროკავშირის პასპორტები დაურიგეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება