იგორ ნარმანია - საზოგადოებაში არის სრული მზაობა, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს ხელისუფლება

საზოგადოებაში არის სრული მზაობა, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს ხელისუფლება და ახალმა პროევროპულმა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი ფლაგმანი იქნება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, დაიწყოს სწრაფი ტემპით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ღონისძიება “ერთიანობა ევროკავშირისთვის” ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ბროშურები და სიმბოლურად, ევროკავშირის პასპორტები დაურიგეს.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით გლდანის მაცხოვრებლებთან, რომლებსაც ვაცნობთ “ერთიანობის” მთავარ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი და შემოსავლების სწრაფი ზრდა. საზოგადოებაში არის სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს ხელისუფლება და აუცილებლად “ქართული ოცნების” ცვლილების შემდგომ დაიწყოს ახალმა პროევროპულმა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი ფლაგმანი იქნება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, სწრაფი ტემპით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი” , - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს