რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 10 დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ათი დრონი ჩამოაგდო, რომელიც დედაქალაქ მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ერთი დრონი ლიუბერცის რაიონში ჩამოაგდეს, სამი რამენსკის რაიონში და კიდევ ოთხი პოდოლსკიში.

სობიანინის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა და შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურების სპეციალისტები მუშაობდნენ.

მისი თქმით, დრონები მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ.

რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიხურა „შერემეტევოს“, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტები.

მოგვიანებით სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ კიდევ ორი ​​დრონი გაანადგურა, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება