შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას, რომელშიც ევროპის 26 ქვეყნის წამყვანი საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მიმდინარე წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მასპინძლობს.

საერთაშორისო კონფერენციის - „ხელოვნური ინტელექტი საპოლიციო განათლებაში“ მსვლელობისას, გერმანიის, იტალიის, უკრაინის, ისრაელის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მონაწილეებს საპოლიციო სწავლებაში გამოყენებული ინოვაციური მიდგომების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთა შეხვედრა, რა დროსაც ასოციაციის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კი, კონფერენციის მონაწილეები სამომავლო აქტივობებს განიხილავენ.

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 3 დღეს გასტანს და 11 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია AEPC-ის წევრი 17 წლის წინ გახდა, 2017 წლის 5 მაისს არჩეული იქნა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხოლო 2023 წლიდან დღემდე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე იკავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს