ანტონიო გუტერეში - ტანჯვის დონე, რომელსაც ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა - სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე არასოდეს მინახავს

ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში, უპრეცედენტოა ჩემი, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მანდატის პერიოდში, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

„არასოდეს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე, როგორსაც ვხედავთ ღაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, - აღნიშნა გუტერეშმა.

მან ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ხაზგასმისას აღნიშნა, რომ გაერო-მ მხარეებს ნებისმიერი ზავის მონიტორინგი შესთავაზა, მაგრამ, მისი თქმით, არარეალურია იმის ფიქრი, რომ გაერო-ს შეუძლია ღაზას მომავალთან დაკავშირებით როლის შესრულება მომავალში, ტერიტორიის ადმინისტრირებით ან სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფით, ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი გაერო-ს როლს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გვთხოვა. საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, კერძოდ, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს