გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში, მინი ფეხბურთში გამართული მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული წმინდაწყლის (ჯარი) გუნდი გახდა

გორის მუნიციპალიტეტში, მინი ფეხბურთში გამართული მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული წმინდაწყლის (ჯარი) გუნდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეორე და მესამე ადგილები სადგურის (ქალაქ გორის დასახლება) და ქვახვრელის გუნდებმა გადაინაწილეს.

„პირველი ადგილის მფლობელი გუნდი დაჯილდოვდა მერიის თასით და 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა მიიღო 2000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს გადაეცა 1000 ლარი. შეჯიბრებაში 30 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი გორი.

მუნიციპალური ეტაპის შემდეგ ჩატარდება რეგიონული ეტაპი, რომელშიც გამოვლინდება შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს