მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში, რასაც მე გამოვრიცხავ, საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც

ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, თუ საქართველო დარჩება რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ

რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

“რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც.

მარტო ის რად ღირს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დაცარიელებულ ოჩამჩირის და გალის რაიონებში რუსების ჩასახლებას, რათა გაანეიტრალოს ქართველების ოდესმე დაბრუნების საფრთხე.

თუ საქართველო დარჩა რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ მსოფლიო ომში რუმინეთი დამარცხდა ბრძოლის ველზე, მაგრამ იმის გამო, რომ გამარჯვებულ ბლოკში იყო, ომის შედეგად ტერიტორია მკვეთრად გაეზარდა.

ჰორტის უნგრეთი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მოკავშირე, ამიტომ ქვეყანა დარჩა მისი ისტორიული მიწების დიდი ნაწილის გარეშე.

ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი ფასი. მათ შორის უმთავრესი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს”,-წერს სააკაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის