ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან და რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტი ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

მისივე შეფასებით, კანონპროექტი აგრძელებს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ინცესტის გვერდით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩამოთვლით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მსგავსია 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელთან დაკავშირებითაც „ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ დაასკვნა, რომ „ამ ტექსტის მიღების წინადადება საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს ქმნის“.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც გამდიდრების წყაროს“, - აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია