ვასო ურუშაძე - ნაცვლად იმისა, რომ მოგვეზიდა დასავლური კომპანიები, ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა საქართველო აქცია რუსეთის უკანა ეზოდ და მივიღეთ რუსული სანქცირებული კომპანიები

ნაცვლად იმისა, რომ მოგვეზიდა ის დასავლური კომპანიები, რომლებიც სანქციების გამო ტოვებდნენ რუსულ ბაზარს, ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა საქართველო აქცია რუსეთის უკანა ეზოდ და საქართველოში მივიღეთ რუსული სანქცირებული კომპანიები, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, რუსული კომპანიის „ოზონის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსული სანქცირებული კომპანიების ერთადერთი ინტერესია თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს.

„ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა საქართველო აქცია რუსეთის უკანა ეზოდ სანქციებისგან თავის ასარიდებელ ეკონომიკურ პლატფორმად და ნაცვლად იმისა, რომ ევროპული, ამერიკული, ბრიტანული კომპანიები შემოსულიყვნენ საქართველოში, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ბაზარი, ჩვენ მივიღეთ რუსული სანქცირებული კომპანიები, რომლის ინტერესებშიც არ შედის

საქართველოს არც ეკონომიკის განვითარება, არც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, არც სამუშაო ადგილების შექმნა, მათი ერთადერთი ინტერესი არის თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს. ჩვენ გვაქვს უდიდესი პერსპექტივა სწრაფი ნაბიჯებით დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანება, მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო და შევქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, ასევე შევქმნათ ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ სწორედ დასავლური კომპანიები შემოდიოდნენ საქართველოში, დებდნენ ინვესტიციებს, ქმნიდნენ სამუშაო ადგილებს და არა რუსული სანქცირებული კომპანიები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, სადაც არის კეთილდღეობა, განვითარება, უკეთესი სამუშაო ადგილები, დაბალი ფასები, მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის და არა რუსული ჭაობი, სადაც არის კორუფცია, ქრთამი, კრიმინალი და არანაირი განვითარების პერსპექტივა.” - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება