კახა კალაძე - გაგახსენებთ, რომ წლების წინ სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე იქნა გასხვისებული

ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულსაც, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რუსული ბიზნესკომპანიების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის და ასევე, ბიზნესისთვის.

„ეს მორიგი სპეკულაციები გახლავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის. ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს