კახა კალაძე - უკრაინელი მეგობრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება სარეცხ მანქანას უკავშირდება - ყველა შოკირებული იყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას უკრაინელი მეგობრებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება სარეცხ მანქანას უკავშირდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხით ყველა შოკირებული იყო.

„მეც მაქვს აღნიშნული ინფორმაცია სარეცხ მანქანასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოდან არ გამიგია, უკრაინიდან, ჩემი მეგობრებიდან გავიგე. ყველა შოკირებული იყო. თემა რა იყო, უბრალოდ რომ იცოდეთ - ჩართვა იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც მომიყვნენ ჩემმა მეგობრებმა უკრაინიდან, იმას გეუბნებით. ყველა ჰყვებოდა, თუ რა საჭიროება ჰქონდათ, დახმარება, ეს, ის და საქართველოდან სარეცხი მანქანა მოითხოვეს. აი, ეს იყო თემა“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება განმარტა.

პრემიერის თქმით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტისგან განსხვავებით, 2021 წელს საქართველოდან ელჩის გაწვევა ნამდვილად პოლიტიკური აქტი იყო.

„რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება რაც თავის დროზე 2021 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში სარეცხის მანქანებზეა საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება