საბა ბუაძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს - იორმუღანლოში ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი დაიჭირეს

ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „უნდა გავაფორმოთ საზოგადოებაში არსებული განწყობა სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე, სადაც დასრულდება იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა“.

„ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი. კერძოდ, ჩვენი რეგიონალური ლიდერის, აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, ვუსალ კაიბოვი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. ცხადია, არსებობს ერთადერთი პოლიტიკური ნიშანი, სრულიად აბსურდული მოცემულობის გამო ადამიანი დააკავეს. გააგრძელეს ამით პოლიტიკური დავალების და დაკვეთის შესრულება ადამიანებმა, რომლებიც შეშინებულები არიან ხელისუფლების დაკარგვით.

26 ოქტომბერს ეს სისტემა აუცილებლად დაასრულებს ფართხალს, როცა დამთავრდება ივანიშვილის რუსული მმართველობა და მასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური დევნა.

გუშინ, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ძალიან ცალსახა მაგალითი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველა ადამიანის გვერდით დგომას, რომელიც თავისი წვლილის შეტანისთვის არის მზად ამ რუსული სპეცოპერაციის შესაჩერებლად. ყველა იმ ადამიანთან ვიბრძოლებთ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან განიცდის შევიწროებას, მაგრამ ამ ყველაფრის დასასრულებლად მთავარი იარაღი არის ჩვენს ხელში, ამომრჩევლების ხელში - ეს არის ხმა, რომელიც უნდა მივცეთ ცვლილების სასიკეთოდ და ამ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგოდ. უნდა გავაფორმოთ საზოგადოებაში არსებული განწყობა 26 ოქტომბრის სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე, სადაც დასრულდება იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა”, - აღნიშნა ბუაძემ, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება