ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი უკრაინაში ჩავლენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვევიან.

ამის შესახებ ბლინკენმა და ლემიმ ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ტონი [ენტონი ბლინკენი] და მე კიევში ამ კვირაში ჩავალთ. მსგავსი ტიპის პირველი ერთობლივი ვიზიტი იქნება ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. უახლოესი მოკავშირეები ვართ, ასე რომ მოხარული ვარ, რომ ერთად ჩავალთ და უკრაინისადმი ჩვენი ერთგულების დემონსტრირებას მოვახდენთ”, - განაცხადა ლემიმ.

უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც ისაუბრა.

“როგორც დევიდმა თქვა, ამ კვირაში კიევში ერთად ჩავალთ და, ვფიქრობ რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია, გაჩაღებული ბრძოლების პერიოდში, მაშინ, როდესაც რუსეთი აგრძელებს თავისი აგრესიის ესკალაციას მშვიდობიანი მოქალაქეების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის და უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ისინი თავდასხმებს ზრდიან ქალაქებზე, ხალხზე, განსაკუთრებით კი სამიზნეში ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიას იღებენ, ყველაზე ცივ თვეებამდე - პუტინის ‘ზამთრის სახელმძღვანელო’, ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის იარაღად გამოყენება.

ეს ერთობლივი ვიზიტი ძლიერ ტრანსატლანტიკურ მხარდაჭერას ასახავს, რომელიც ასევე თანხვედრაშია ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან, ჩვენს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის პარტნიორებთან, 50-ზე მეტ ქვეყანასთან, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის ძლიერად და მყარად მხარდაჭერას. ერთად იმაზე ვმუშაობთ, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა მიმდინარე აგრესიისგან, რომ შეძლებს ორ ფეხზე მყარად დგომას სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით”, - განაცხადა ბლინკენმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება