გრუნის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის  მმართველი  საბჭოს  წევრად მეორე ვადით აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი და მედიატორი-ირაკლი ყანდაშვილი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოცხადებული ნდობისა და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის უნივერსიტეტის პროფესორი ევროპელ კოლეგებს მადლობას უხდის.

„ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრობა საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს.

აღნიშნული სიახლე საერთაშორისო კავშირების განვითარებას, ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებასა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს. ადვოკატის როლი კი უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების სისტემაში“ , - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება