გიორგი ვაშაძე - არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის “ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდ ევროს, მეორე მხარეს - ჩვენ, რომელთაც შეგვიძლია 14 მილიარდი ევრო მოვუტანოთ ქვეყანას

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს „ოცნება“. ხალხო, ეს ხომ კოლოსალური თანხაა, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ, რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში , - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანას 14 მილიარდ ევროს მოუტანს და არ დარჩება სეგმენტი, რომელიც სარგებელს ვერ მიიღებს.

“14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს „ოცნება“. ხალხნო, ეს ხომ კოლოსალური თანხაა?! 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ, რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში. ეს 14 მილიარდი ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ, ისინი კი ბლოკავენ. 26 ოქტომბერს, მათ შორის, თქვენც მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ, გვინდა 14 მილიარდი საქართველოსთვის, თუ არ გვინდა 14 მილიარდი ევრო და მხოლოდ ისინი იყვნენ მდიდრები და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში.

რისთვის არის ეს 14 მილიარდი? ეს არის წარმოებისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ადგილი, სადაც არ გაიხსნება საწარმო, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ფინანსებთან, საკუთარი იდეები დააფინანსონ.

ეს არის ულიმიტო, ხაზს ვუსვამ ულიმიტო წვდომა ევროკავშირის ქვეყნებში „ერასმუს“ პროგრამის და სხვა ტიპის პროგრამის გაცვლით სწავლებაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ უმაღლესი დონის და რანგის განათლება მიიღონ. ეს არის განათლების ფონდები, რომელიც საქართველოში შეგვიძლია მოვიტანოთ. ამ 14 მილიარდში არის მილიარდზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია, რომელიც შეგვიძლია საქართველოში მოვიტანოთ, რომ ქართულ სოფელს არ უჭირდეს და სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს კარგი ევროპული ტიპის შემოსავალი.

ეს 14 მილიარდი ასევე არის ჯანდაცვისთვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული და სიცოცხლე გაცილებით ხანგრძლივი“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება