გიორგი ვაშაძე - „კი ევროპას“ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ევროპულ პასპორტს და რაც მთავარია, 14 მილიარდ ევროს საქართველოსთვის

ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის” ქართული ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდს და უნდა, რომ უარი გვათქმევინოს ევროკავშირზე. მეორე მხარეს ვართ ჩვენ - „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 5 და ჩვენ შეგვიძლია ეს 14 მილიარდი მოვიტანოთ , - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებს ევროპული პასპორტი არაერთ კეთილდღეობას მოუტანს.

“ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის” ქართული ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდს და უნდა, რომ უარი გვათქმევინოს ევროკავშირზე. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, “ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 5 და ჩვენ შეგვიძლია ეს 14 მილიარდი მოვიტანოთ და არ დარჩეს არც ერთი სეგმენტი ქვეყანაში, ვინც აქედან კონკრეტულ შემოსავალს არ მიიღებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი პასპორტიდან, რომელსაც ახლა ხედავთ, ერთ ერთი პირველი თემა, როგორც თინამ [ბოკუჩავა] თქვა, არის კი ევროპას.

კი ევროპას ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ნიშნავს ევროპულ პასპორტს თქვენთვის და რაც მთავარია ნიშნავს 14 მილიარდ ევროს საქართველოსთვის, რომლითაც თქვენ ყველას შეგიძლიათ ისარგებლოთ. წინ გამარჯვებისკენ, კი ევროპას და გააფერადეთ ნომერი 5 ”, - განაცხადა ვაშაძემ

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება