ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას  ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ აფასებენ

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა პირდაპირი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.

“საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მკაცრად გმობენ ირანის მიერ გადაცემასა და რუსეთის მიერ ირანული ბალსიტიკური რაკეტების შეძენას. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის ირანის სამხედრო დახმარების მეტი ესკალაციაა და შედეგად მოყვება, რომ ირანული რაკეტები ევროპულ მიწას მიწვდება, რაც უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაზრდის. ეს ირანისა და რუსეთის ესკალაციის აქტია, და ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.

E3 [დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია] პირადად და საჯაროდ ნათლად ამბობდა, რომ [რაკეტების] გადაცემის შემთხვევაში ახალ და მნიშვნელოვან ზომებს მიიღებდა ირანის წინააღმდეგ. ახლა გვაქვს დასტური, რომ ირანმა ეს გადაცემა განახორციელა. დაუყონებლივ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ირანთან ორმხრივი საჰაერო სერვისების შეთანხმებები გავაუქმოთ. დამატებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის გადაცემაში ჩართული მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და პიროვნებების [სანქცირებისთვის] განსაზღვრაზე ვიმუშავებთ. ასევე, ვიმუშავებთ Iran Air-ის დასანქცირებაზე.

E3 ამ გადაცემებისთვის ჩვენი ძლიერი პასუხისთვის მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან. მოვუწოდებთ ირანს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ყველანაირი მხარდაჭერა და თავისი ბალისტიკური რაკეტების განვითარება და გადაცემა შეაჩეროს,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება