ალეკო ელისაშვილი - გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია სიაში, მაგრამ მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და მათთვისაც მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხალხის სიყვარული

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე - აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების - ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.

„პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო და შემთხვევითაც არ დასჭერია არცერთ მათგანს მიკროფონზე ხელი. შემთხვევითაც არ შეშლიათ.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში - ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული, არ უნდა დაახურდაონ აბსოლუტურად მათთვის გაუგებარ თანამდებობაზე.

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის "დუშკაბინით" ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, უმძიმესად აქვთ საქმე. თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ აგებენ, არიან გაკოტრებულები, აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, არაფერი უშველით. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელთა შორის არიან ქართველი სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია