გრიგოლ გეგელია - გამარჯვება არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა - საკმარისია იხილოთ ხელისუფლების ბოლო ჟამის სია, რათა დარწმუნდეთ, რა კომიკურად სრულდება რუსული ხელისუფლება

გამარჯვება არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა! საკმარისია იხილოთ ხელისუფლების ბოლო ჟამის სია, რათა დარწმუნდეთ რა კომიკურად სრულდება რუსული ხელისუფლება საქართველოში , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენას.

მისი თქმით, „დღეს მთელმა საქართველომ ხელახლა გაიგო, რომ "ქართული ოცნება" არის ტოტალურად გაკოტრებული ძალა, რომელმაც არცერთი დაპირება არ შეასრულა და ახლა დიქტატურის გარდა წინასაარჩევნო დაპირებაც კი აღარ დარჩა”.

“ეს არის ძალა, რომელსაც ერთადერთი ისღა დარჩენია, სარკოფაგით ატაროს ბელადის მუმია. მასზე უკეთეს დიდი ხანია ვეღარაფერს სთავაზობს საზოგადოებას, რომელსაც უმძიმესი პრობლემები უდგას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მათი ერთადერთი დაპირებაა დიქტატურა. ჩვენი დაპირებაა ძლიერი საქართველი, 1000 ლარი პენსია, დაჩქარებული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. პერსპექტივა და პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას.

ამიტომ, ეს არის ძალა, რომელიც 40 დღეში მწარედ მარცხდება. ჩვენ კი, როგორც ერი, ვართ ძალა, რომელიც იმარჯვებს სიბნელეზე და იწყებს დაუღალავ შრომას ამ ქვეყნისათვის.

წინ გამარჯვებისკენ! დიდება საქართველოს!“, - წერს გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის