ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ - იმდენად მკაცრად, როგორც საჭიროა

ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 10 სექტემბერს დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშების მოსმენისას მათ მოსკოვის შემდგომი გეგმები და მათზე უკრაინის პასუხები განიხილეს.

“[მოვისმინე] დაზვერვის ანგარიშები - დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის - დაწვრილებით უკრაინის ხელთ არსებული შესაძლებლობების, ასევე საფრთხეების შესახებ. ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ - იმდენად მკაცრად, როგორც ეს საჭიროა უკრაინისთვის.

და მინდა ახლა ყველას ვუთხრა მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ რამენაირად სურს პუტინის დახმარება: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის ძლიერი პასუხებისთვის ომის გაჩაღებაზე ან ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურად წარადგინა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ანდრეი სიბიგა, რომლის ძირითად ამოცანებშია უკრაინული დიპლომატიის ისე გადაწყობა, რომ პარტნიორებთან ერთად გამოწვევებზე რეაგირება გაცილებით უფრო აქტიურად ხდებოდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება