ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების  აკრძალვის გაუქმების საკითხი ახლა მუშავდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სწორედ ახლა მუშაობს უკრაინის მიერ რუსეთთან ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, კითხვაზე, მოხსნის თუ არა აშშ შეზღუდვებს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს „ახლა ამუშავებს“.

სააგენტო წერს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს მიაწოდოს ან დაუშვას იარაღის გამოყენება, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის მიყენება შეუძლია, რადგან ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

„კიევის სხვა მოკავშირეები აწვდიან იარაღს, მაგრამ შეზღუდვებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის შეიძლება მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, იმ შიშიდან გამომდინარე, რომ ასეთმა დარტყმებმა შეიძლება შურისძიების პროვოცირება მოახდინოს, რაც ნატო-ს ქვეყნებს ომში ჩაითრევს, ან ბირთვული კონფლიქტის პროვოცირებას გამოიწვევს“, - წერს Reuters-ი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს