კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„გასაგებია, რატომ არიან ევროპელი მოკავშირეები და ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები ასე მადლიერები, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი და რომ ჩვენ გვესმის მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის, ნატო-ს მნიშვნელობა და რაც გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკის და უკრაინელების უნარი, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ებრძოლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიევში იჯდებოდა და თვალი დანარჩენი ევროპისკენ ეჭირებოდა, დაწყებული პოლონეთიდან“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დიქტატორია.

"ის დიქტატორია, რომელიც ლანჩზე შეგჭამთ", - მიმართა ჰარისმა ტრამპს.

დებატების დროს უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა მას შემდეგ, რაც გაგზავნეს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისთვის, რაზედაც ჰარისმა უპასუხა, რომ ის შეხვდა არა ვლადიმერ პუტინს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„რეალობა ისაა, რომ ამერიკა ყოველთვის უნდა დადგეს, როგორც ლიდერი, რომელიც იცავს საერთაშორისო წესებსა და ნორმებს. როგორც ლიდერი, რომელიც ავლენს ძალას, გვესმის, რომ ალიანსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს და არ მივცეთ უპირატესობა ჩვენს მტრებს, რადგან თქვენ ეთაყვანებით ძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ დემოკრატიაზე,”- განაცხადა ჰარისმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის