ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. ტური ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.

„ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და „Instagram“ ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს.

ეწვივნენ მცხეთას, წინანდალს, ალავერდს, სიღნაღს, მოინახულეს საოჯახო მარნები, გაეცნენ ქართულ კერძებსა და ღვინოს.

ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, "სთორებსა" და პოსტებს ამზადებენ.

ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება