რამაზ საყვარელიძე - ბიძინა ივანიშვილმა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ამომრჩევლის მოზიდვის ფუნქცია უნდა შეასრულონ - „ქართულ ოცნებას“ მობილიზება სჭირდება

პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე სპორტსმენების ყოფნა, ამომრჩევლის მიზიდვას ემსახურება.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნება“ „ასეთი ძლიერი მობილიზება“ არჩევნებში დამაჯერებელი შედეგისთვის სჭირდება.

„არჩევნების წინ ყველაფერს ამომრჩევლის მოზიდვის ფუნქცია აქვს. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ იგივე ფუნქცია ჰქონდეს სიასაც. ამიტომ აქვეყნებენ ხოლმე სიასაც. მით უმეტეს, რომ პირველ ოცეულზეა საუბარი და არა უფრო მეტზე. ე.ი. სწორედ იმ სახეებზე, რომელმაც ამომრჩეველი უნდა მიიზიდოს. ამ თვალსაზრისით, შინაარსი - ვინ არის სიაში, გასაგებია - ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ოცნების“ ამომრჩევლისთვის მიმზიდველი ფიგურა და ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელთაც ასევე ამომრჩევლის მოზიდვის ფუნქცია უნდა შეასრულონ.

რატომ სჭირდება მოზიდვა „ქართულ ოცნებას“ - რატომ არის ასეთი ძლიერი მობილიზება? - იმიტომ, რომ სულ არის როგორც შიდა, ისე გარე ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებები, რომ არჩევნების შედეგი საეჭვო თუ იქნება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ რაღაც სანქციები გატარდება. არა საეჭვო, დამაჯერებელი შედეგი იქნება მაშინ, თუ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობას შორის, ძნელი იქნება განსხვავება. ამისთვის მობილიზება სჭირდება“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სიაში სპორტსმენების ყოფნის ფუნქციაა, აჩვენოს, რომ „სპორტსმენები „ოცნებას“ უჭერენ მხარს“.

„ოპოზიციური ამომრჩევლის გაღიზიანებას უდავოდ გამოიწვევს და იქნება მაგაზე რეპლიკები, ალბათ. „ოცნების“ ამომრჩევლის გაღიზიანებას არ გამოიწვევს, მით უმეტეს, რომ ეს სპორტსმენები მართლა საყვარელია მოსახლეობისთვის. მათი სიაში ყოფნა იმავეს უდრის, მათ რომ ეთქვათ - „ჩვენ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“. ყველა ქვეყანაში საზოგადოებისთვის სათაყვანებელი ადამიანები: მსახიობები, სპორტსმენები, ხშირად ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში და აცხადებენ, ვის უჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში განცხადების ნაცვლად სიაში არიან, რაც უფრო თვალსაჩინო ფაქტია, თორემ ფუნქცია იგივეა, რომ აჩვენოს, რომ ცნობილი სპორტსმენები „ოცნებას“ უჭერენ მხარს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა