ნიკა ობოლაძე - დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ერთადერთი, რაც მათ სურთ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა , - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

კერძოდ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანი ნიკა ობოლაძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" განცხადებას, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენელთა ჩამოსვლა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაა.

მისი თქმით, საქართველოს მოკავშირე პოლიტიკოსების ყურადღება და არჩევნებზე ყოფნა მნიშვნელოვანია:

"ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, პოლიტიკოსებს, ერთადერთი, რაც სურთ, ეს არის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ისინი ათწლეულობის მანძილზე საქართველოს ეხმარებოდნენ ასეულობით მილიონი დოლარით, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, ამიტომ, მათი ყურადღება, მათი დაკვირვება, თუნდაც არჩევნებზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ ჩვენს დასავლელ მეგობრებს აუცილებლად შევხვდებით, ისევე როგორც ადრე, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან მხარდაჭერასა და ყურადღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება