საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა

საქართველოს უნივერსიტეტმა ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მოიპოვა. პროგრამა ხორციელდება უნივერსიტეტის პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, რომელთა შორის არიან „დიაკორი,“ „სინევო საქართველო,“ სამედიცინო ცენტრი „ციტო,“ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი და „ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“.

ლაბორატორიული მედიცინა თანამედროვე სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი მიზანია სხეულის სითხეებისა და ქსოვილების ანალიზი დაავადებების დიაგნოსტიკის, მონიტორინგისა და პრევენციისთვის. სფერო აერთიანებს დისციპლინებს, როგორიცაა ბიოქიმია, მიკრობიოლოგია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია და მოლეკულური პათოლოგია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის ჯანმრთელობის მართვაში. ლაბორატორიული ტესტები ყოველდღიურად გამოიყენება სამედიცინო გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც მოიცავს დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგს.

პროგრამის ხელმძღვანელი, შორენა ძველაია, მედიცინის აკადემიური დოქტორი და „დიაკორის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ლაბორატორიული მედიცინის რეზიდენტურა საუკეთესო გზაა პროფესიული ზრდისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის. პანდემიის შემდეგ, მოთხოვნა ამ სფეროში სპეციალისტებზე განსაკუთრებით გაიზარდა.

ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა ორი წლის განმავლობაში (22 თვე) გრძელდება და დაფუძნებულია მოდულურ სწავლების პრინციპზე, რაც უზრუნველყოფს რეზიდენტების საფუძვლიან მომზადებას. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კვლევებში და გამოიყენონ უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი კლინიკების ტექნოლოგიური და ინტელექტუალური რესურსები.

რეზიდენტურს მიმართულლების ხელმძღვანელის, პროფესორ ელზა ნიკოლეიშვილის თქმით - ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამის განხორციელებას უნივერსიტეტის გეგმავს საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რაც კიდევ უფრო აამაღლებს რეზიდენტების პროფესიული მომზადების ხარისხს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია