ბრიტანელი შეფ-მზარეული, ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ ვიდეორგოლებს ავრცელებს

ბრიტანელი შეფ მზარეული, ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ 9 წუთიან, 1:30 წუთიან და 15 წამიან ვიდეორგოლებს ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ჯეიმი ოლივერმა ხაჭაპურისა და სალათის საკუთარი ვერსია მოამზადა.

„საქართველოში ჩემი მოგზაურობისას ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური, ეს არის ქართული ეროვნული კერძი, რომელიც საუკეთესო ცომეულია. მე ჩემი ინსპირაციით მოვამზადე ხაჭაპური, გამოვიყვანე ჩემი ფავორიტი ბრიტანული და ირლანდიური ყველი. ვფიქრობ, ეს კერძი ხალხს ახარებს, ჩემი გვერდის ბმულზე კი რეცეპტს იპოვით“,- წერს ჯეიმი ოლივერი.

ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელი შეფ-მზარეული, მთელ მსოფლიოს საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს მედია პლატფორმებით და სოციალური ქსელებით აცნობს.

„ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. მსოფლიო შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება