ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც ჯავშანტრანსპორტიორებსაც მოიცავს

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია მთავრობის მეთაურზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, შმიგალის თქმით, შეხვედრისას სილინამ გამოაცხადა სამხედრო მხარდაჭერის კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც მოიცავს ჯავშანტრანსპორტიორებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ლატვია გეგმავს, უკრაინას საავადმყოფოებისთვის მზის პანელები გადასცეს.

ამასთან, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა თავდაცვის კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს.

„ლატვია მუდმივად უჭერს მხარს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და არის ჩვენი საიმედო მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში“, - აღნიშნა შმიგალმა.

მოგეხსენებათ, 11 სექტემბერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ მინისტრი, ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა