მამუკა მდინარაძე ჯო ვილსონის განცხადებაზე - ეროვნული თავმოყვარეობა იმას ნიშნავს, დღენიადაგ არ იძახოთ: რუსებმა ის თქვეს, გერმანელებმა და ამერიკელებმა ეს თქვეს - თქვენ საკუთარი სამშობლო გაქვთ და სამშობლოს ემსახურეთ!

ეროვნული თავმოყვარეობა იმას ნიშნავს, დღენიადაგ არ იძახოთ: - რუსებმა ის თქვეს, გერმანელებმა და ამერიკელებმა ეს თქვეს - ყველას თავისი გზა აქვს! თქვენ საკუთარი სამშობლო გაქვთ და სამშობლოს ემსახურეთ! - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამერიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონის შეფასებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის განცხადებითაც, „საქართველოს ინტერესში უნდა ყოფილიყო მიეღოთ კანონი, რომელიც შეიძლება იდენტიფიცირებული, როგორც დიქტატურის დასაწყისი“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის არა ზოგადად, აშშ-ს, არამედ ერთი კონკრეტული კონგრესმენის განცხადება, რომელმაც „საკუთარი განცხადებით ქართულ აგენტურულ ოპოზიციას მაშველი რგოლი გადაუგდო“.

„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ - არ შეიძლება! თქვენ ქართული თავმოყვარეობიდან უნდა გამოხვიდეთ. წინასაარჩევნოდ განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება და კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგან ამ ხალხს (ოპოზიციას) დახმარება სჭირდება. ისინი თავისით ვერაფერს აკეთებენ - არ გავიდა გოიმური კამპანია „არა რუსულ კანონს“, რაც საუკუნის აფიორა იყო. ხალხი აზრზე მოვიდა - ვინც „რუსულს“ ახსენებს ან არის “ნაცი“ ან აფიორული, თაღლითური კამპანიის მსხვერპლია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება