დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ამერიკელ კოლეგა, ენტონი ბლინკენთან კიევში ერთობლივი ვიზიტისას განაცხადა.

ლემის განცხადებით, 242 მილიონი გირვანქა სტერლინგი 2024-2025 წლებში იქნება გამოყოფილი გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სასტაბილიზაციო საჭიროებებისთვის, ასევე რეფორმების მხარდაჭერისთვის, აღდგენასა და რეკონსტრუქციისთვის.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალკე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის გამყარების მიზნით, მსოფლიო ბანკის კრედიტებისთვის 484 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საკრედიტო გარანტიები იქნება გამოყოფილი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სახსრების მიზანი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მხარდაჭერა, მათ შორის, სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის მხარდაჭერა, სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასების გადახდა და პენსიების ფინანსირება.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია. ჩვენი ვალდებულება 600 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოვყოთ, უკრაინის ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერაში უახლესი ნაბიჯია. ეს უზრუნველყოფს უკრაინელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლებიც უწყვეტი რუსული თავდასხმების პირობებში აგრძელებენ ყოფნას“, - განაცხადა ლემიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება