პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები  ყვარელში იმართება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: ალმატის, შილდისა და საბუეს მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.

„ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ მშვიდობიანი განვითარების პირობებში, ყველა დასახული მიზნისა და პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.აღნიშნულ სოფლებში, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოსახლეობამ მოსაგვარებელი საკითხები წამოჭრა, რასაც მორიგი პროექტების ნუსხაში გავითვალისწინებთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს