აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ დახმარებას გადასცემს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმებს, „რათა სიცივე იარაღად გამოიყენოს უკრაინული ერის წინააღმდეგ.”

„სწორედ ამიტომ დღეს ახალი დაფინანსების 325 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ვაცხადებთ უკრაინული ენერგეტიკისა და ელექტროქსელების აღსადგენად“, - განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში „დიდი შვიდეული პლუს“ სხდომა გაიმართება, რომელიც ასევე უკრაინის ენერგეტიკას მიეძღვნება.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ასევე 290 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს საბაზისო საჭიროებებისთვის - უსაფრთხო სასმელი წყლისთვის, საკვებისთვისა და მედიკამენტებისთვის - მილიონობით ადამიანისთვის უკრაინაში და რეგიონში, ვინც იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა.

„და, საბოლოოდ, დამატებითი დაფინანსების 102 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ვაცხადებთ ჰუმანიტარული განაღმვისთვის, რათა დავეხმაროთ სახმელეთო ნაღმებისა და საბრძოლო მასალის ნეიტრალიზაციისთვის, რომელიც რუსეთმა მთელი უკრაინის მასშტაბით დატოვა“, - განაცხადა ბლინკენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება