ანატოლი ანტონოვი - აშშ, რუსეთზე თავდასხმებზე საუბრით, ხსნის გზას მესამე მსოფლიო ომისკენ

კიევის მიზანი უბრალო რუსებზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმების გაძლიერებაა, აღარავინ მალავს, თუნდაც უმაღლეს დონეზე თეთრ სახლში, რომ დაზვერვის მონაცემები მდინარესავით მიედინებოდა და მიედინება შეერთებული შტატებიდან კიევში, - ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები თანდათან უფრო ღრმად ეფლობა უკრაინის კონფლიქტის ჭაობში და კიევში მილიარდობით დოლარის იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნით მსხვერპლად სწირავს ამერიკელების კეთილდღეობას. ელჩის თქმით, ვაშინგტონის მიზანი რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა, თუმცა მის ამ გეგმას განხორციელება არ უწერია და ვერც F-16 გამანადგურებლები, ვერც საჰაერო თავდაცვის სისტემები ან HIMARS-ები და ვერც სხვა იარაღი ამ გეგმას ვერ განახორციელებს.

„ადმინისტრაცია დაჟინებით უგულებელყოფს რუსეთის ინტერესებს. დღესდღეობით სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის ტერიტორიის შორი მოქმედების იარაღით დაბომბვის შესაძლებლობაზე. ცოტა პოლიტიკოსი ახსენებს მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება გზას უხსნის“, - აღნიშნა ანტონოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება