ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

"ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა დაახლოებით 360 კილომეტრი იფრინეს და აღმოსავლეთის ზღვაში ჩაეშვნენ“, - აცხადებენ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტში, თუმცა რაკეტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ.

სამხრეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გაშვებას გმობს და პროვოკაციად აფასებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა ქმედებებს. სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ძლიერი ერთობლივი თავდაცვის ნაწილის ფარგლებში, ვინარჩუნებთ უმაღლეს შესაძლებლობებს და მზად ვიქნებით ვუპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას“, - აცხადებენ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს ერთობლივი წვრთნებისთვის "მაღალი ფასის" გადახდა მოუწევთ. 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ბირთვული ძალების გაძლიერების პოლიტიკას, რათა მიაღწიოს ბირთვული იარაღის რაოდენობის ექსპონენციურ ზრდას.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო