რუსებმა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპს დაარტყეს, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპში ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა გამოიყენეს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სამიზნეც საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები იყო. პირველადი მონაცემებით, მტრის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა“, - აცხადებენ მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურების ბრიგადები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება