Politico - უკრაინის იმედები, რომ ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას გამოაცხადებდა, არ გამართლდა

უკრაინის იმედები, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტის დროს იმ წესების შემსუბუქების შესახებ განაცადებდა, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმას უკრძალავს, არ გამართლდა, - ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად, ბლინკენმა, ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში შეგროვებულ ინფორმაციას ვაშინგტონში წაიღებენ, სადაც პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ხვდება.

„დღეს გვქონდა დისკუსია ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის მიზნებზე და იმაზე, თუ რა სჭირდება მას წარმატების მისაღწევად. ვაპირებ, ამ დისკუსიის ვაშინგტონში გადატანას და ჩვენი ორივე ხელმძღვანელი ამაზე პარასკევს იმსჯელებენ“, - ციტირებს გამოცემა ბლინკენს.

ოფიციალურმა პირებმა POLITICO-ს განუცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დედაქალაქში განცხადება არ გაკეთებულა, თეთრი სახლი განიხილავს რუსეთის შიგნით იმ ტერიტორიის გაფართოებას, რომელსაც უკრაინამ შეუძლია დაარტყას ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღით.

„უკრაინა ითხოვს იარაღის აკრძალვის მოხსნას და ამტკიცებს, რომ მას არ შეუძლია დაიცვას თავი რუსული რაკეტების, ბომბებისა და თვითმფრინავებისგან, აეროდრომებსა და ბაზებზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობის გარეშე, იქ სადაც ეს იარაღი ინახება და საიდანაც მისი გაშვება ხდება. მაგრამ კიევის მოკავშირეებს აღელვებთ კრემლის წითელი ხაზები გადაკვეთა და ომის ესკალაცია“, - წერს Politico.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს