ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი, თოდრიას ქუჩის მოედნიდან კაპანაძის ქუჩამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კიდევ ერთ ქუჩაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე არსებული მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 10 000 მ2. ფართობზე, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალებს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც თოდრიას ქუჩის წრიდან, კაპანაძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობს. პროექტით სრულად მოწესრიგდება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება სრულიად ახალი განათების სისტემა, დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების ნორმები, დამონტაჟდება ახალი გაჩერებები იმისთვის, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა უფრო თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება აღნიშნულ ქუჩებზე არსებული მოედნები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე არხებს, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ახალი გაჩერებები.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, რაც რუსთავის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი აქცენტი კეთდება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების შექმნაზე, რაც ამ და სხვა ქუჩებზე მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიის განმარტებით, პროექტი, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაო, რუსთავში უკვე 39 ლოკაციაზე დასრულდა და 8 მისამართზე მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება