სოფო ჯაფარიძე - 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი, სტუდენტებს ვპირდებით, რომ საშუალება ექნებათ, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს

26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი, სტუდენტებს ვპირდებით, რომ საშუალება ექნებათ, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა, იმისთვის, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ, -ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სტუდენტებს არა აქვთ საშუალება იქირაონ ბინა.

"26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი და ჩვენ აღვადგენთ მოლაპარაკებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ევროკავშირის პასპორტი, ქართული პასპორტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გარანტია იქნება, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდობის, რომლებიც დღეს უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.

ჩვენს სტუდენტებს არა აქვთ საშუალება იქირაონ ბინა, მაშინ როდესაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო აღმოეფხვრა კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, დღეს ისინი დგანან პრობლემების წინაშე. ჩვენ გპირდებით, რომ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა იმისთვის, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ. ეს ყველაფერი, ცხადია აისახება მათ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პრობლემები და ჩვენს სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სტუდენტობა", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება