გიორგი ვაშაძე - ქუთაისის სატვირთო ტერმინალი იქნება ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს - 14 მილიარდი ევროდან თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება

აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, სატვირთო ტერმინალისა და აგრო-ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 14 მილიარდი ევროდან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

„ჩემ უკან არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირიდან 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ. ამ 14 მილიარდი ევროდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.

აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ 14 მილიარდი ევროდან თანხას მოვახმართ ქუთაისის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გარდა სატვირთო ტერმინალის განვითარებას, რომელიც ათასობით თუ არა ათი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, სატვირთო ტერმინალი, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას ერთმანეთთან, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რაც მთავარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რომელიც განავითარებს რეგიონს და ფაქტობრივად, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება უმუშევრობის პრობლემა იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში.

ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ჩვენ მოგვაქვს 14 მილიარდი, ისინი ბლოკავენ 14 მილიარდს, რომლითაც სიღარიბისა და იზოლაციისკენ მივყავართ. ასე რომ არჩევანი მარტივია 26 ოქტომბერს, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს”,- განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება