ირაკლი ქარსელაძე - სტეფანწმინდაში მიმდინარე პროექტებით გაჩნდება ახალი შემეცნებითი და ტურისტული ადგილები

დაბა სტეფანწმინდაში დასკვნით ფაზაშია ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. შენობა შედგება სამი ნაწილისგან და წარმოადგენს სამუზეუმო კომპლექსს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ისტორიული ნაგებობები, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ძირითადი სამშენებლო ნაწილი წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.

„რეაბილიტაცია უტარდება და შენდება სამუზეუმო კომპლექსის სამი შენობა - ისტორიული მუზეუმის შენობა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლი. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ ნაგებობებს, სადაც დამონტაჟდა გათბობის, ვენტილაციის, ხანძარქრობის და ყველა სხვა საჭირო სისტემები. მიმდინარეობს კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია სამუზეუმო კომპლექსის შიდა აღჭურვა - მუზეუმოგრაფია, რათა გათვალისწინებული იყოს ექსპონატებისთვის საჭირო განათება, ავეჯი და სხვა სპეციფიკური ატრიბუტები. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა სტეფანწმინდაში კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული და შემეცნებითი ცენტრი გაჩნდება.

„მნიშვნელოვანია დაბა სტეფანწმინდაში ,,ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს დაბის ცენტრალური და შემოსასვლელი არეალის, ასევე მიმდებარე შენობების სრულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში სტეფანწმინდას ექნება 3,5 ჰექტარზე მოწყობილი ახალი პარკი, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა სივრცე ყველა ასაკის დამსვენებლისათვის. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი დაბისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი ტურისტული პოტენციალის მეტად განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და და მისი ღირებულება 13.5 მილიონ ლარზე მეტია. სტეფანწმინდაში, ასევე მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამის „ქალაქებისა და კურორტების განვითარება“ ფარგლებში, განახლდება ტურისტული არეალები. პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების ფასადებისა განახლება-რეაბილიტაციასა და რესტავრაციას და დასასვენებელი პარკის მოწყობას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით აფინანსებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა