ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა 4 წონით კატეგორიაში - 75 კგ, 85 კგ, 95 კგ და აბსოლუტური წონა. სხვა მონაწილეებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრები.

აბსოლუტურ წონაში ტურნირის გამარჯვებული გახდა გურამ თუშიშვილი.

ტურნირს ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.

ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელიც დასრულდა საზეიმო ფეირვერკით.

ღონისძიების ორგანიზატორი - სოფელ ძლევიჯვარის მკვიდრი, ბიზნესმენი - სლავა შერაზადიშვილი.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს